რეფლექსია რესურსის ,,შინაური ცხოველები"
რეფლექსია
რესურსი სათაურით: ,,შინაური ცხოველები“ წარმოადგენს
თვალსაჩინო მასალას. მისი შექმნა განაპირობა მოსწავლეებისათვის თვალნათლივ დამენახვებინა სხვადასხვა შინაური ცხოველები
და მათი სარგებლიანობა, მე ყოველთვის მიზნად ვისახავ მოსწავლეებს აღვუძრა ინტერესი
საგაკვეთილო მასალის მიმართ და ამიტომ ყოველთვის
ვცდილობ დამატებითი მასალის შეტანას გაკვეთილზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია საგაკვეთილო
მასალასთან.
რესურსი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
მისაღწევ შედეგებს.
კავშირი ე.ს.გ. -სთან
ბუნ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა
შეძლოს:
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული
კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.დაწყ.(I).2.მოსწავლემ
უნდა
შეძლოს:ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი
ნიშან-თვისებების მიხედვით;
რესურსი განკუთვნილია 1-ლი კლასის მოსწავლეებისათვის ბუნების გაკვეთილზე ,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრების“ შესწავლისას,
მასალის ღრმად შესწავლისათვის მიზანშეწონილად ჩავთვალე დამემზადებინა რესურსი ,,შინაური
ცხოველები“. რომელიც დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა შინაური ცხოველების შესახებ, რესურსი დავამზადე მოსწავლეების ჩართულობით, მოგეხსენებათ ბავშვებს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ ცხოველებისადმი,
ამიტომ დიდი მოტივაცია და ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში რესურსის დამზადებამ, ისინი
ყურადღებით მოეკიდნენ ჩემს მიერ მიცემულ დავალებებს და ხალისით დავამზადეთ რესურსი.
რესურსის შექმნისას მოსწავლეებს დავახატვინე სახლი და ეზო, დიდი ფორმატის ფურცელზე.
ეზოში ჩავაწებეთ წინასწარ გამზადებული(შინაური და გარეული ცხოველების ფოტოები წინასწარ
გვქონდა გამზადებული) შინაური ცხოველების ფოტოები,
მოსწავლეები ხალისით ეძებდნენ შინაური ცხოველების ფოტოებს და აწებებდნენ მათ მიერ შესრულებულ
ფორმატის ფურცელზე სადაც გვეხატა სახლი და ეზო,
რისი საშუალებითაც მოსწავლეებმა თვალნათლივ
დაინახეს რომელი ცხოველები არიან შინაური. მოგეხსენებათ დაწყებით კლასში მოსწავლეებს
მოსწონთ თვალსაჩინო მასალა. თუმცა მისი გამოყენება
სხვა კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
სასურველია ყველა მოსწავლემ თავიდანვე უნდა ცნობდეს შინაურ ცხოველებს და იცოდეს მისი სარგებლიანობის შესახებ,
შეძლოს მათი დახასიათება, მოსწავლე თვალნათლივ
ხედავს ნასწავლი მასალის მიზანშეწონილობას. ცოდნასთან ერთად უჩნდება სურვილი მეტის
გაგების.
წარმოდგენილი რესურსი მრავალჯერადია, წარმატებით
შეუძლია გამოიყენოს ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელმა, როდესაც თემად
ექნება არსებითი სახელი სულიერი
არსებები, რომელი კითხვა დაემის (რა?)მოსწავლეების თვალნათვლივ დაინახავენ,
რომ შინაური ცხოველები სულიერი არსებები არიან, რომელსაც დაესმის-- რა?
ხელოვნების მასწავლებელმა
შეიძლება შინაური ცხოველები მისცეს დასახატი და მიუთითოს ჩვენს მიერ შექმნილ რესურსზე.
უცხო
ენის მასწავლებელმა -- შინაური ცხოველების შესწავლისას.
სასწავლო პროცესში აღნიშნული რესურსის გამოყენება
ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას, შინაგანი მოტივაციის გაზრდას, გაგება-გააზრების
უნარს, შემოქმედებით უნარს და დახარისხების უნარ-ჩვევის განვითარებას.
რესურსის გამოყენებას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია.
რესურსი დაზადებული ფორმატის ფურცელზე, ფერადი
ფანქრებით და წინასწარ დამზადებული შინაური ცხოველების ფოტოებით, გამოკრულია 1-ლი კლასის
ოთახში თავლსაჩინო ადგილას, ხელმისწავდომია ყველა დაინტერესებული პირისთვ
Comments
Post a Comment