ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა.(რეფლექსია)

გაკვეთილის      გეგმა
მასწავლებელი:  ელენე წაქაძე
საგანი:     ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: 1-ლი
მოსწავლე:  13
სსსმ მოსწავლე არ არის
თემა:  ბუნებრივი გარემო ფაქტორების თემა ლიტერატურასა და ბუნებაში ნინო ნაკაშიძის ,,ჩიტის ბუდის“ (ქართული ენა და ლიტურა) ,,ფრინველთა ხმების,“ ,,საცხოვრებელი გარემოს“(ბუნება)მიხედვით.
გაკვეთილის ტიპი -- სამოდელო გაკვეთილი, ინტეგრირებული.
      მიზანი:
     მოსწავლემ  უნდა შეძლოს:
Ø  ტექსტში არსებულ პერსონაჟების ამოცნობა და მსჯელობა მის ირგვლივ.
Ø  დამოკიდებულების გამოხატვა გარე სამყაროს მიმართ.
Ø  დაამყაროს საგანთშორის კავშირი ნასწავლ და ნაცნობ მასალებზე.
                                                 

ქართ.დაწყ.(I).13

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
ქართ.დაწყ.(I).3

პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

ქართ.დაწყ.(I).2.




სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.


ბუნ.დაწყ.(I).2.
ოსწავლემ უნდა  შეძლოს:
ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადინიშან-თვისებების მიხედვით;
ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებების და მათზე გარემო ფაქტორებისზემოქმედების შესახებ მსჯელობა.

N
აქტივობის აღწერა
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
დრო
1
·         ვესალმები კლასს.
·         ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს.
·         ვაცნობ გაკვეთილის თემას.
·         ვაცნობ შეფასების  რუბრიკებს
ვერბარული ახსნა.
საერთო საკლასო
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები
2წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, გონებრივი იერიშიმივმართავ მოსწავლეებს კითხვით- როგორი არსებაა ჩიტი, თქვენ თუ გინახავთ ჩიტი და როგორ სიტუაციაში?
დახმარებიხართ თუ არა ფრინველებს? ცხოველებს?
რა გაგიკეთებიათ მათთვის?


გონებრივი იერიში.
საერთო საკლასო
სააზროვნო უნარების განვითარება.
3წთ
3
მოსწავლეებს კომპიუტერის დახმარებით ვაჩვენებ ჩიტის ფოტოებს, მათ საცხოვრებელ გარემოს(ბუდეებს)             
და მოვასმენინებ ჩიტების ხმიანობას --ჭიკჭიკს.
           
ვიზუალური ახსნა
საერთო საკლასო
მოსწავლეები მოემზადებიან ახალი ცოდნის
მისაღებად.
3წთ
4
მოსწავლეებს თემის ირგვლივ დავუსვამ   კითხვებს ტექსტიდან:
·         ვინ არიან ნაწარმოების მთავარი გმირები?
·         რა ნახეს ბავშვებმა ეზოში?
·         სად წაიყვანეს ბავშვებმა ბარტყები?
·         რაში ჩასვეს ბარტყები?
·         რა მიუტანეს ბარტყებს ბავშვებმა საჭმელად?
·         ბარტყებმა ჭამეს  საჭმელი, რომელიც მათ მიუტანეს?
·         მოახერხეს თუ არა ბავშვებმა ბარტყების დამშვიდება?
·         რა ურჩია მამამ შვილებს?
·         როგორ მოიქცნენ ბავშვები, დაუჯერეს თუ არა მამის რჩევას?
·         სად დაამაგრა მამა ჩიტის ბუდე და რატომ?
·         როდესაც ბარტყების დედ-მამად დაინახა თავიანთი შვილები რა გააკეთეს მათ?
·         რას იზამდით მათ ადგილას?
·         როგორ ადევნებდნენ თვალ-ყურს ბავშვები ჩიტების უკვე ბედნიერ ოჯახს?
·         რა არის ამ ნაწარმოების მთავარი სათქმელი?


კითხვა-პასუხი


საერთო საკლასო.
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება,
7წთ
5
 შემდეგ მოვახდენ ინტეგრირებას ბუნების საგანთან, მოსწავლეებს ვთხოვ დაამყარონ კავშირი ბუნების გაკვეთილზე ნასწავლი მასალიდან ჩიტის შესახებ.
  • როგორი ფრინველია ჩიტი?
  • როგორ მრავლდება?
  • რა არის მისი საცხოვრებელი გარემო?
  • რა არის ჩიტისთვის ყველაზე აუცილებელი?
  • როგორი ფრინველია ჩიტი- გადამფრენი თუ ბინადარი?
  • რას ნიშნავს გადამფრენი ფრინველი?
  • რას ნიშნავს ბინადარი ფრინველი?
  • გაიხსენეთ რომელია მგალობელი ფრინველი?
  • როგორ ამყარებენ კომუნიკაციას ჩიტები ერთმანეთთან?
  • მგალობელი ფრინველია თუ არა ჩიტი?

კითხვა-პასუხი

საერთო საკლასო
მოსწავლეებს უვითარდებათ საგანთშორის კავშირის დამყარების უნარ-ჩვევები.


5წთ.
6
მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:
  • ყველაზე მშვიდად და მყუდროდ სად გრძნობთ თავს?
  • ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, ყველას აქვს თავისი სახლი, სადაც ის კარგად გრძნობს თავს. ჩიტსაც თავის ბუდე უყვარსო.
  • თქვენი აზრით, რა შეიძლება დაემართოს ჩიტს , როდესაც მას ბუდეს დაუნგრევენ ან ბუდიდან ამოიყვანენ?
  • თქვენ მოგეწონებათ, რომ ისინი უსუსურად
იგრძნობენ თავს?
  • როგორ მოიქცევით, როცა ჩიტის ბუდეს ან ბუდეში ჩასხმულ ბარტყებს დაინახავთ?
  • როგორ მოიქცევით, როცა ცხოველის ან ფრინველის საცხოვრებელ ადგილს დაინახავთ?
  • შემდეგ ვაჩვენებ იმიტირებულ ჩიტის ბუდეს, რამდენი შრომა სჭირდება უსუსურ ფრინველს მის დასამზადებლად.


კითხვა-პასუხი

საერთო საკლასო
გაგება-გააზრების უნარის განვითარება.
5წთ.
7
ამის შემდეგ კომპიუტერის მეშვეობით ვაჩვენებ ჩემ მიერ წინასწარ შექმნილ ელექტრონულ რესურსს, გაკვეთილის ტექსტის შესაბამისად დასურათებულს სიუჟეტების მიხედვით.
საიტზე.

ვიზუალური ახსნა
საერთო საკლასო
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მაღალი სააზროვნო უნარების ანალიზისა და სინთეზის განვითარება.
4წთ
8
ინტერაქტიული მინი ლექცია ცოდნის გამთლიანება
ვერბარული ახსნა
საერთო საკლასო
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.
2წთ
9
  • საშინაო დავალების განსაზღვრა
  • მცირე ანალიტიკური ესეს დაწერის მცდელობა თემაზე-
  • ,,როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს  ირგვლივ მყოფ ფრინველებს და მათ საცხოვრებელ გარემოს“
  • ვითშეფასების რუბრიკის შევსება.
  • მოსწავლეები ყველა აქტივობის შემდეგ შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით

ვერბარული ახსნა
საერთო საკლასო
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.
4წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
Ø მოსწავლემ   შეძლო:

Ø  ტექსტში არსებულ პერსონაჟების ამოცნობა და მსჯელობა მის ირგვლივ.
Ø  დამოკიდებულების გამოხატვა გარე სამყაროს მიმართ.
Ø  საგანთშორის კავშირის დამყარება  ნასწავლ და ნაცნობ მასალებზე.

სასწავლო რესურსი:
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,შეფასების რუბრიკები, კომპიუტერი, პროექტორი, ფლირჩატები,  ბარათები, მარკერები, ჩიტის ბუდე.
                                                                                                                                    
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, ტრანსფერის, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის, მსჯელობის და საგანთშორის კავშირის დამყარების უნარ-ჩვევები.


                                         



ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
   მოგეხსენებათ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება დაწყებით კლასში მეტად სპეციფიკურია, მაგრამ  მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალე მოსწავლეები პირველი კლასიდან შევაჩვიოთ  საგანთშორის კავშირების აღქმას, შეიცნონ სამყარო და დაამყარონ კავშირი სხვადასხვა საგნთან.
მოსწავლეები შეეჭიდნენ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება, მათ შეძლეს საგანთშორის კავშირების დადგენა და ერთმანეთთან დაკავშირება, მსჯელობა.
ვფიქრობ, საინტერესო გაკვეთილი იყო, განსაკუთრებით საინტერესოა აღმოჩნდა ელექტრონული რესურსი , რომელიც შევქმენი https://learningapps.org/ საიტზე. რესურსი  ქრონოლოგიურად იყო დალაგებული სიუჟეტების მიხედვით ტექსტის შესაბამისად. ვფიქრობ, მას გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილი შედეგიანი მცდელობა იყო გარე სამყაროს შესაცნობად.
  მიზანი მიღწეულად უნდა ჩაითვალოს, რადგან გაკვეთილი შედეგზე გავიდა.
  ამ გაკვეთილის შემდეგ მე და ჩემი კოლეგები ერთად ვიმსჯელებთ  სხვა ტიპის გაკვეთილის ჩატარებაზე. ცხოვრება თვითონ აყენებს ეპოქალურ საკითხებს, რომელთაც გამკლავება სჭირდება. როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების მხრიდან.
  ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა აღქმა, ტრანსფერი, ინფორმაციის დაგროვება, მსჯელობის, აზრის გამოთქმის, საერთოდ, კოგნიტური უნარების განვითარებას. ფაქტობრივად მუშაობას  ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მუშაობას მაღალ შედეგებზე გავყავართ.
  გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად   გონებრივი იერიში, ვიდეო მასალის ჩვენება ვიზუალური ახსნა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა რამდენიმე აქტივობა, ელექტრონული რესურსი https://learningapps.org/myapps.php ვიზუალური ახსნა, ცოდნის გამთლიანება, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარი და მიიღეს ჩემგან განმავითარებელი შეფასება, არ დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება.
წარმატებულობის ხარისხს თუ ავხსნით, ყველაზე მეტად მოსწავლეებს მოეწონათ ინტეგრირება ბუნებასთან და მასთან დაკავშირებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩიტების ფოტოსურათები და ხმები იყო ჩაწერილი, მოსწავლეებმა ხალისით გაიხსენეს ნასწავლი და ნაცნობი საკითხები და დაუკავშირეს გაკვეთილის თემას.
  მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილმა ჩაიარა დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, მიაღწია დასახულ მიზანს, გაკვეთილში ყველა მოსწავლეთა უმეტესობა იყო ჩართული, მაგრამ მაინც მიმაჩნია რომ გაკვეთილს მაინც ჰქონდა ხარვეზი, მოგეხსენებათ დაწყებითი საფეხური სპეციფიკურია, ამ ასაკის ბავშვებს თავისი სამყარო და შეხედულებები აქვთ, ალბათ ამის გამო უჭრით გაკვეთილზე გაჩერება და ჯერ კიდევ მათთვის წამყვანი ქცევა თამაშია.
სწორედ ამიტომ მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას გაკვეთილს დავტვირთავ ისეთი აქტივობებით, რომელიც მოითხოვს მოტორული უნარების გააქტიურებას, რომ უფრო საინტერესო და სახალისო იყოს მოსწავლეებისათვის, აგრეთვე გავითვალისწინებ მოსწავლეებისათვის განმავითარებელი შეფასების მიცემას, მოსწავლეებს მიზანმიმართულად  მივცემ ისეთ განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მოსწავლის სუსტი მხარეების განვითარებას შეუწყობს ხელს.


                                              

Comments

Popular posts from this blog

მეოთხე კლასის სადამრიგებლო პროგრამა

მათემატიკის გაკვეთილის გეგმა. (პირველი კლასი)