ლექსები ანბანზე
ა ნ ა---ბ ა ნ ა
ა ასო-ბგერა ა გახლავართ
ხმოვანი და ღონიერი,
ერთ წუთში დამიმახსოვრებს
თუ ბავშვია გონიერი.
ბ მე ბ მქვია,სურასავით
ყელმაღალი, ღონიერი
როცა ბავშვი შემისწავლის
თვითონ რჩება მოლხენილი.
გ გაბერილი მუცელი მაქვს,
თავზე რკალი მორგებული,
თუ კარგად დამიმახსოვრებ
შენ იქნები მოგებული
დ სუყველაზე უტკბეს
სიტყვას
ჩემით იწყებს ყველა ბავშვი
მე დ მქვია, დედასავით
მუდამ დინჯი, მუდამ წყნარი.
ე მე ე მქვია
,ხმოვანი ვარ
სიტყვებს ვმარცვლი ხანდისხანა
თუ არ მიცნობ ეს იცოდე
არ გცოდნია ანა-ბანა.
ვ მე ვ
მქვია სამიანი
ჩემი ძმაა,იმას ვგევარ,
დამისწავლე, დამიხსომე,
ზარმაც ბავშვებს ნუ მიხედავ.
ზ დამიხსომე,მე ზ მქვია,
თავ-ფეხი მაქვს რგოლიანი,
თუკი კარგად შემისწავლი
არ გექნება ორიანი.
თ ერთ უჯრაში რგოლი
წერე,
მეორეში კავი,
მე თ მქვია, იას შემდეგ
შენს წიგნში ვარ, გამიცანი.
ი ერთ უჯრაში მოქცეული
თავი მიგავს ლამაზ ქალსა,
გ აზაფხულის ყვავილი ვარ
გვერძე თუ დავისვამ ა-სა
კ ერთ უჯრაში
ვიწერები
ყველას მოსწონს ჩემგან ქება,
სიტყვის თავში პირველი ვარ
შემიძლია თქვენი ქება.
ლ ღ-ს თუ ერთ
კბილს მიუმატებ
ლამაზი ვარ მშვენიერი
წლის ბოლოსთვის ორი კბილი
მომეცლება მრჩება ერთი
მ შენ ვინც გიყვარს და
კანფეტებს
ვინც გიზიდავს ჯიბით ხშირად
მისი პირველი ასო ვარ
ხომ გაიგე ახლა ვინც ვარ
ნ ნ ვარ ბოლო
მოხვეული
თავზე სწორი ხაზი გამდევს
უხმო ბგერად მთვლიან მაგრამ
ბევრჯერ ლამაზ სიტყვას ვადგენ
ო ორ უჯრაში
ორი რკალით
თავს ვიწონებ ლამაზი ვარ
ხშირად ორი ხაზით მწერენ
ხან ასე ვარ, ხან ისე ვარ
პ
ორი ა რომ ერთმანეთზე
გადააბა პ იქნება,
ბევრ
სახელში ვურევივარ
ჩემგან ბევრი რამ ითქმება.
ჟ ექსკავატორის ციცხვივით
თავზე რკალი გამომაბეს
ბევრი კარგი სახელები
ამ ასოთი გამონახეს.
რ ორნაირად ვიწერები,
ხან ო, ხან ი მიდგას ძირად
ორ უჯრაში ლამაზი ვარ
შენ კი ერთში მწერავ ხშირად
ს მე ს მქვია
ერთ უჯრაში
ადვილად ვარ დასაწერი,
ერთი მოსმით უნდა მწერო
მოიმარჯვე კარგად ხელი.
ტ გულს რვიანი ჩამკონვია,
სილამაზით მეც ვარ კარგი,
მაგრამ ფრთხილად თუ არ დამწერ
არ იქნები კარგი ბავშვი.
უ ცოტა ძნელი საწერი ვარ,
როცა კი მწერ კვნესი უჰო,
თუკი კარგად დამაკვირდი
კოხტად დამწერ ლამაზ უ-სო
.
ფ ორ უჯრაში
გაშლილი ვარ,
ოფოფივით მადგას ფატა,
თ-ს თუ ვ-საც გამოაბავ
ფ გავხდები,მიხვდი ახლაɁ
ქ დარჯივით გაჭიმული
ერთ უჯრაში ფეხზე ვდგევარ,
ასო-ბგერად გადვიქცევი
ი-ს თუ წელზე მომაწერავ.
ღ დ-ს თავი აქვს
მოკეცილი,
მე ო-სავით გაშლილი ვარ,
ფეხს თუ კოხტად გამომაბავ
დ-ზე უფრო ლამაზი ვარ.
ყ ყვავილია, მინდორ-ველი
წითელ ფერით იფერება,
მისი პირველი ასო ვარ
მუდამ ჩემით იწერება.
შ მ-სა ვგევარ
მაგრამ მარცხნივ
ერთი რკალიც გამიშლია,
ო დაწერე, ძ მიაბი
თუკი აღარ დაგიშლია.
ჩ შემოდგომით რთველის
შემდეგ
თათარას რომ გააკეთებთ,
დედაშენი შიგ რას ავლებსɁ
თავში ვზივარ, გენაცვალე.
ც რადგან ცუდის
ნიშანი ვარ,
ხან ამგრიხე, ხან ჩამგრიხე
კარგ სიტყვებშიც ვურევივარ,
კოხტად მწერე, ნუ დამგრიხე.
ძ ადვილად დასაწერი ვარ,
ერთ უჯრაში ჩავეტევი,
ცხენის კუდზე გამობმული
აქეთ-იქით დავეთრევი.
წ წვიმიანში გაწუწული
წისქვილის წინ წუხს წიწილი
წიავ-წიავ, მწარედ წივის
წნორის წნელზე წაჰკრა წიხლი.
ჭ ყველა ასოზე
მაღალი
ჭ გახლავარ ტან-აყრილი,
წელზე ბაფთა კოხტად მარტყავს
თავი არა მაქვს დახრილი.
ხ მეც ს-სავით
ვიწერები,
მაგრამ ძირი არ მაქვს ღია,
ყველა ლამაზად დამწერავს
თინიკოა ის თუ გია.
ჯ არც ისეთი ლამაზი
ვარ
ვინმეს თავი მოვაწონო
წელზე ჯოხი გამიდვია
სხვა ბგერებს რით გავეტოლოɁ
ჰ სამი ა ვარ
გადაბმული
სიმაღლისკენ მივისწრაფი
ყველა მინდა დავინახო
წერა-კითხვას ვინც ისწავლის.
Comments
Post a Comment