რესურსის ,,ზოოპარკში" რეფლექსია.


რეფლექსია
    რესურსი სათაურით: „სოკოები“ წარმოადგენს თვალსაჩინო მასალას. მისი შექმნა განაპირობა იმან, რომ მოსწავლეებისათვის  თვალნათლივ დამენახვებინა სოკოები როგორც ტყის ბინადრები, აგრეთვე მათთვის დამენახვებინა  განსხვავება შხამიან და საკვებად ვარგიის სოკოს შორის, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე. ჩემი მიზანი  ყოველთვის არის მოსწავლეს აღვუძრა და განუვითარო შინაგანი მოტივაცია, რაც ახალი მასალის ინტერესს იწვევს.
    რესურსი  შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.
  
ქართ.დაწყ.(I).3
პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

   რესურსი განკუთვნილია 1-ლი  კლასის მოსწავლეებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ვანო ჩხიკვაძის ,,ქამას“  შესწავლისას, ნაწარმოებში საუბარი საკვებად ვარგისს და შხამიან სოკოზე, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე მასალის უკეთ გაგება-გააზრებისთვის დამემზადებინა რესურსი ,,სოკოები“. მოგეხსენებათ დაწყებით კლასში და მითუმეტეს 1-ლ კლასის მოსწავლეებს მოსწონთ თავლსაჩინო მასალა, ამიტომ რესურსის გამოყენებამ გაკვეთილზე საინტერესოსო გახადა გაკვეთილი, მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ გაკვეთილში და სიამოვნებით ისმენდნენ  სოკოების შესახებ ჩემ მიწოდებულ ინფორმაციას, თუმა მისი გამოყენება სხვა კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. რესურსი თვალსაჩინოდ ასახავს სხვადასხვა სოკოებს,  მის   საცხოვრებელ გარემოს, საკვებად ვარგისს და შხამიან სოკოებს.
სასურველია როდესაც, ყველა მოსწავლეს თავიდანვე ვასწავლით  შხამიანი და საკვებად ვარგისი სოკოს გარჩევა,  მის დადებით და უარყოფით თვისებებს საუბარი. როდესაც მოსწავლეს ეცოდინება რომ არსებობს ისეთი სოკო, რომელის გამოყენების შემთხვევაში სავალალო შედეგზე გავალთ, უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდება სოკოებთან ურთიერთობას, როდესაც ეს მათ მოუწევს და გაკვეთილის შინაარსსაც უკეთ გაიგებენ, მოსწავლე თვალნათლივ ხედავს ნასწავლი მასალის მიზანშეწონილობას. ცოდნასთან ერთად უჩნდება სურვილი მეტის გაგების.
წარმოდგენილი რესურსი მრავალჯერადია და შეიძლება გამოიყენოს დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლემ, რაც ვფიქრობ, მათ დაინტერესებას ნამდვილად გამოიწვევს. ზემოთ აღნიშნული რესურსის გამოყენება მოსწავლეებში უწყობს  სააზროვნო  და   შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
  ბიოლოგიის მასწავლებელმა სხვადასხვა შეგუებულობების სწავლებისას.
ხელოვნების მასწავლებელმა შემოდგომის ამსახველი ფოტოებისას, პეიზაჟების სწავლებისას.
მათემატიკის მასწავლებელმა ნახატების (საშუალებით) მონაცემების წარმოდგენა.

  
    სასწავლო პროცესში აღნიშნული რესურსის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას,  შინაგანი მოტივაციის გაზრდას, სასწავლო მასალის ღრმად წვდომას, დახარისხების, სააზროვნო და შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
      რესურსის გამოყენებას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია.
      რესურსი გაკეთებულის PoverPoint-ის პროგრამაში, სლაიდებით.
მე დაწვრილებით შევეცადე გადმომეცა თქვენთვის მისი გამოყენების საჭიროება. ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოკოები.
          რესურსი გაკეთებულია  Pover Point-ის პროგრამაში, რომელიც გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერის დახმარებით, იმისათვის რომ სხვა მასწავლებლებისათვის რესურსი ყოფილიყო ხელმისაწვდომი, იგი განვათავსე ჩემს ბლოგზე მითითებულ მისამართზე https://waqadzeelene.blogspot.com/2019/06/blog-post_16.html

Comments

Popular posts from this blog

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა.(რეფლექსია)

მეოთხე კლასის სადამრიგებლო პროგრამა

მათემატიკის გაკვეთილის გეგმა. (პირველი კლასი)