კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მასწავლებლის რეფლექსია
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის
სახელი და გვარი: ელენე
წაქაძე
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი : 15.04.2019. 22.04.2019. 01.05.2019
შეხვედრის / შეხვედრების
თემა: განმავითარებელი
შეფასება , დიფერენცირებული სწავლა.
შეხვედრის / შეხვედრების
მიზანი : გავეცნოთ
განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული
სწავლების ინსტრუმენტებს; მათი გამოყენებით მოსწავლეებს ავუმაღლოთ მოტივაცია ასევე მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და გავზარდოთ სწავლისადმი ინტერესი.
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის/ შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების დროს განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ
განმავითარებელი და დიფერენცირებული სწავლა.
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიური
ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მოსწავლის სწავლის მოტივაციის გასაზრდელად. მოსწავლესთან
პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მასწავლებელი კარგად იცნობდეს საკუთარი მოსწავლეების პიროვნულ თავისებურებებს,
მათ ინტერესებს, სწავლის სტილს , ძლიერ და
გასაუმჯობესებელ მხარეებს. მოსწავლეთა
შესახებ ამ ინფორმაციის გათვალისწინება მასწავლებელს ეხმარება , დაამყაროს მოსწავლეებთან
პოზიტიური ურთიერთობები და ამასთან დაგეგმოს მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესი.
შეხვედრის
დროს განვიხილეთ განმავითარებელი შეფასებისა
და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები:
განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტები:
v ვიცი, მინდა ვიცოდე , ვისწავლე:
v გრაფიკული
ორგანიზატორები ( მთავარი კითხვა , დისკუსიის
რუკა, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა , სიტყვის რუკა, საკვანძო საკითხების
რუკა);
v შეფასების
რუბრიკა;
v შესასვლელი
ბილეთები;
v გასასვლელი
ბილეთები;
v ორი
ჭეშმარიტი და ერთი მცდარი დებულება;
v ქვიზი
v ორმაგი
ჩანაწერების დღიური
v სწრაფი
წერითი სამუშაო ( სწრაფი ჩაწერა, ერთწუთიანი ესე, ერთწინადადებიანი შეჯამება, დაუსრულებელი წინადადებები)
v დაფიქრთი,
დაწყვილდი , გაიაზრე;
v კითხვის
დასმა (გამოსაძახებელი ჩხირები);
v მოსწავლის
სწრაფი აღრიცხვის დღიური;
დიფერენცირებული
სწავლების ინსტრუმენტები
v სასწავლო
მენიუ;
v სასწავლო
გაჩერებები;
v აირჩიე
პროექტი;
v კითხვები
ინტერესების მიხედვით;
v წერითი
დავალება „ რაფთ“;
v განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული
სწავლების ინსტრუმენტებიდან ჩემს პრაქტიკაში ვიყენებდი ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე, კითხვების დასმით
(გამოსაძახებელი ჩხირები), სწრაფი წერითი სამუშაო ( სწრაფი ჩაწერა, ერთწუთიანი ესე,
ერთწინადადებიანი შეჯამება, დაუსრულებელი წინადადებები), მოსწავლეთა თვითშეფასებას, შეფასების
რუბრიკებს და გასასვლელ ბილეთებს
დავინტერესდი
ქვიზით, შესასვლელი ბილეთებით, გრაფიკული ორგანიზატორებით.
ეს აქტივობები ახალი აღმოჩნდა ჩემთვის, რომლებსაც
აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
განმავითარებელ შეფასებასა და დიფერენცირებულ სწავლების
ინსტრუმენტების გამოყენებით მოსწავლე
აქტიურად ჩაერთვება საგაკვეთილო პროცესში ასევე
ამ აქტივობებით დაგეგმილი გაკვეთილი მოსწავლეს
გამოუმუშავებს კრიტიკული ანალიზის , ურთიერთპატივისცემის , იდეების გაზიარების და თანამშრომლობით უნარებს.
შეხვედრაში/
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენ გამოცდილებას.
სამუშაო შეხვედრის დროს კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ- ჩვენი გამოცდილება
და პრობლემები გამოყენებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ასევე შევისწავლე განმავითარებელ და დიფერენცირებულ სწავლების ახალი ინსტრუმენტები , რაც დამეხმარა სასწავლო მიზნების მისაღწევად.
როგორ გამოიყენეთ შეძენილი
ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
განხილულ
განმავითარებელ და დიფერენცირებულ სწავლების
ინსტრუმენტებიდან გამოვიყენე სასწავლო მენიუ
, რომელიც დამეხმარა იმის განსაზღვრაში , თუ როგორ დავგეგმო
სწავლა მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად , რათა
შეძლონ შესასწავლ თემასთან დაკავშირებული სასწავლო მიზნების მიღწევა.
ასევე
გამოვიყენე გრაფიკული ორგანიზატორები, „პრობლემისა
და მათი გადაჭრის გზების
რუკა“ ,რაც დამეხმარა იმის შეფასებაში , თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს
:



Comments
Post a Comment