რესუსრს ,, წელიწადის დროების" რეფლექსია


რეფლექსია
     რესურსი სათაურით: „წელიწადის დროები“ წარმოადგენს თვალსაჩინო მასალას.მისი შექმნა განაპირობა მოსწავლეებისათვის  თვალნათლივ დამენახვებინა წელიწადის დროებს შორის განსხვავება, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე. ჩემი მიზანი  ყოველთვის არის მოსწავლეს აღვუძრა და განუვითარო შინაგანი მოტივაცია, რაც ახალი მასალის ინტერესს იწვევს.
    რესურსი  შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.
დავაკონკრეტოთ:  ბუნ.დაწყ.(I).4. ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერა და მათ გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა.
   რესურსი განკუთვნილია 1-ლი  კლასის მოსწავლეებისათვის ბუნების გაკვეთილზე წელიწადის დროების შესწავლისას, მოგეხსენებათ, დაწყებით კლასში მოსწავლეებს   მოსწონთ თვალსაჩინო მასალა. თუმცა მისი გამოყენება სხვა კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. რესურსი თვალსაჩინოდ ასახავს წელიწადის ყველა დროს და იმ დროს მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს.
 ვფიქრობ, ყველა მოსწავლე შეიარაღებული უნდა იყოს ამ ცოდნით. ყველას უნდა ესმოდეს, თითოეული დროს მნიშვნელობა და შეძლოს მათი დახასიათება,  მოსწავლე თვალნათლივ ხედავს ნასწავლი მასალის მიზანშეწონილობას. ცოდნასთან ერთად უჩნდება სურვილი მეტის გაგების და უვითარებს გაგება-გააზრების უნარს.
    წარმოდგენილი რესურსი მრავალჯერადია და წარმატებით შეუძლია გამოიყენოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, როდესაც თემად ექნება ,,ზამთარი“ ან  ,,ზაფხული“  ან  ,, წელიწადის ოთხი დრო“  და სხვა უამრავი თემა რაც წელიწადის დროებთან არის დაკავშირებული.
 გეოგრაფიის მასწავლებელმა ,შეიძლება გამოიყენოს კლიმატური სარტყლების სწავლების დროს.
 ბიოლოგიის მასწავლებელმა -სხვადასხვა შეგუებულობების სწავლებისას.
ხელოვნების მასწავლებელმა-- შემოდგომის ამსახველი ფოტოებისას, პეიზაჟების სწავლებისას.
უცხო ენის მასწავლებელმა -წელიწადის დროების შესწავლისას.
    სასწავლო პროცესში, აღნიშნული რესურსის გამოყენება ხელი შემიწო  მოსწავლეთა დაინტერესებაში, მათი  შინაგანი მოტივაციის გაზრდაში, სასწავლო მასალის ღრმად შესწავლაში და ხანგრძლივი დროით დამახსოვრებაში  ემოციის დონეზე.
      რესურსის გამოყენებას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია.
         ამდენად, დღევანდელი ტექნოლოგიების საუკუნეში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. არანაირი პრობლემა არ შემქმნია  მისი გამოყენების დროს. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში კიდევ მეტად გაამძაფრა მოსწავლეების ინტერესი  ახალი მასალისადმი, მეტი ყურადღებით მოეკიდნენ საგაკვეთილო მასალას.
          რესურსი გაკეთებულია  Pover Point-ის პროგრამაში, რომელიც გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერის დახმარებით, იმისათვის რომ სხვა მასწავლებლებისათვის რესურსი ყოფილიყო ხელმისაწვდომი, იგი განვათავსე ჩემს ბლოგზე მითითებულ მისამართზე https://waqadzeelene.blogspot.com/2019/06/blog-post_1.html.


Comments

Popular posts from this blog

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა.(რეფლექსია)

მეოთხე კლასის სადამრიგებლო პროგრამა

მათემატიკის გაკვეთილის გეგმა. (პირველი კლასი)