პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა(რეფლექსია)
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ელენე წაქაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:
1-ლი
მოსწავლე: 13
სსსმ მოსწავლე არ არის
თემა:
სიცრუე და მასთან დაკავშირებული პრობლემები იაკობ გოგებაშვილის „ცრუს“ მიხედვით
გაკვეთილის ტიპი
-- სამოდელო გაკვეთილი, პრობლემაზე ორიენტირებული.
მიზანი:
მოსწავლემ
Ø
შეძლოს წაკითხული ტექსტის გააზრება;
Ø
დამოკიდებულების
გამოხატვა გარე სამყაროს მიმართ, ეკოლოგიურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება.
Ø
გამოთქვას ვარაუდები
პრობლემის გადაჭრის გზების თაობაზე.
გაკვეთილის აქტუალობა:
დაწყებით კლასებში მოსწავლეებს გაუაზრებლად უწევთ ტყუილის
თქმა, არ იციან, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ტყუილმა, როგორც საკუთარ თავს, ასევე მათ
ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ამიტომ საჭიროდ ვთვლი, წამოვწიო წინა პლანზე ეს საკითხი და
ბავშვებს მკაფიოდ დავანახო ნაწარმოებისა და ცხოვრებისეული მაგალითების ანალიზის საფუძველზე
სიცრუის საზიანო შედეგები.
ბუნ.დაწყ.(I).2.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
|
ქართ.დაწყ.(I).13
|
სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
|
ქართ.დაწყ.(I).3
|
პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული
ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის
ახსნა.
|
ქართ.დაწყ.(I).9.
|
წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა;
ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
|
|
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმები
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
დრო
|
1
|
*ვესალმები
კლასს
* ვაგვარებ
საორგანიზაციო
საკითხებს
*ვაცნობ გაკვეთილის
თემას და მიზანს
*ვაცნობ შეფასების
კრიტერიუმებს
|
ვერბარული ახსნა
|
მთელ კლასთან
|
მოსწავლეებს
ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები
|
2წთ
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურების, აგრეთვე ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით,
მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ნაწილებად წავაკითხებ ტექსტს.
|
ტექსტის კითხვა
|
მთელ კლასთან
|
მოსწავლეები
მოემზადებიან ახალი ცოდნის მისაღებად
|
2წთ
|
3
|
მივმართავ მოსწავლეებს
კითხვით- როგორი არსებაა ჩიტი? დაახასიათონ.
ამის შემდეგ
მოსწავლეებს შევთავაზებ ასოციაციური რუკის შექმნას ჩიტთან დაკავშირებით.
|
კითხვა-პასუხი,
ასოციაციური
რუკა
|
მთელ კლასთან.
მთელ კლასთან
|
სააზროვნო უნარების
განვითარება.
სააზროვნო უნარების განვითარება.
|
3წთ
8წთ
|
4
|
ამის შემდეგ
მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:
·
ყველაზე მშვიდად და
მყუდროდ სად გრძნობთ თავს?
·
ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას,
ყველას აქვს თავის სახლი, სადაც ის კარგად გრძნობს თავს. ჩიტსაც თავის ბუდე უყვარსო.
·
თქვენი აზრით რა შეიძლება
დაემართოს ჩიტს , რომელსაც მას ბუდეს დაუნგრევენ ან ბუდიდან ამოიყვანენ?
·
თქვენ მოგეწონებათ რომ
ისინი უსუსურად
·
იგრძნობენ თავს?
·
როგორ მოიქცევით, როცა
ჩიტის ბუდეს ან ბუდეში ჩასხმულ ბარტყებს დაინახავთ?
·
როგორ მოიქცევით, როცა ცხოველის ან ფრინველის საცხოვრებელ ადგილს დაინახავთ?
|
კითხვა პასუხი
|
მთელ კლასთან
|
გაგება-გააზრების
უნარების განვითარება.
|
5წთ.
|
5
|
ამის შემდეგ მოსწავლეებს დავუსვამ
კითხვებს ტექსტიდან:
ვინ და ვინ
არის ნაწარმოების მთავარი გმირები?
რა ნახეს ბავშვებმა
ეზოში?
სად წაიყვანეს
ბავშვებმა ბარტყები?
რა ურჩია მამამ
შვილებს?
როგორ მოიქცნენ
ბავშვები?
რას იზამდით
მათ ადგილას?
დახმარებიხარ
თუ არა ფრინველებს და ცხოველებს?
რა გაგიკეთებია
მათთვის?
|
კითხვა პასუხი
|
მთელ კლასთან
|
მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარება.
|
5წთ
|
6
|
ამის შემდეგ
კომპიუტერის დახმარებით ვაჩვენებ
ელექტრონულ
რესურს ჩიტის ბუდესთან დაკავშირებით
|
ვიზუალური ახსნა.
|
მთელ კლასთან
|
ბლუმის ტაქსონომიის
მიხედვით მაღალი სააზროვნო უნარების ,,სინთეზის“ განვითარება.
|
4წთ
|
7
|
ინერაქტიული
მინი ლექცია
ცოდნის გამთლიანება
|
ვერბარული ახსნა.
|
მთელ კლასთან.
|
მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარება.
|
2წთ
|
8
|
·
საშინაო
დავალების განსაზღვრა
·
მცირე
ანალიტიკური ესეს დაწერის მცდელობა თემაზე-
როგორ უნდა
მოვექცეთ ფრინველებს.
·
თვითშეფასების
რუბრიკის შევსება.
·
მოსწავლეები
ყველა აქტივობის შემდეგ შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით
|
ვერბარული ახსნა.
|
ვერბარული ახსნა.
|
მმაღალი სააზროვნო
უნარების განვითარება.
|
4წთ
|
~
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი:
Ø
მოსწავლემ
Ø
შეძლო წაკითხული ტექსტის გააზრება;
Ø
ამოიცნო
ტექსტიდან პრობლემა, იმსჯელა და დააკავშირა ნაწარმოებისეული ამბავი ცხოვრებისეულ ფაქტებთან;
Ø
გამოთქვა ვარაუდები
პრობლემის გადაჭრის გზების თაობაზე.
სასწავლო რესურსი:
სახელმძღვანელო,
დაფა, ცარცი,შეფასების რუბრიკები, კომპიუტერი, ფლირჩატები, ასოციაციური რუკა, ბარათები,
მარკერები.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
სხვისი აზრის მოსმენისა
და პატივისცემის, ტრანსფერის, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის, მსჯელობა
რეფლექსია
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება
განაპირობა, შემდეგმა ფაქტორებმა: მოგეხსენებათ პირველი კლასი სწავლების თვალსაზრისით
მეტად სპეციფიკურია, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება დაწყებით საფეხურზე
არ არის ადვილი, თუმცა კლასი თავისი შესაძლებლობების და ინტერესის გათვალისწინებით
მაძლევდა გაკვეთილის ჩატარების საშუალებას.
გავითვალისწინე ისიც რომ, ადამიანი ცხოვრებაში უამრავი პრობლემას აწყდება, მოზარდმა თავიდანვე
უნდა შეძლოს არა მარტო პრობლემის ამოცნობა,
არამედ მისი შეფასებაც სირთულის მიხედვით, უნდა შეძლოს ვარაუდების გამოთქმა, მჯელობა
პრობლების ირგვლივ და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევაც გამოუმუშავდეს დაწყებით
საფეხურზე.
ჩატარებული გაკვეთილის სარგებელი ის იყო, რომ მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემის ირგვლივ, გამოთქვეს
ვარაუდები პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბევრი
შრომის, დაკვირვების და ყურადღების შემდეგ, შეიძლება ამა თუ იმ პრობლების მოგვარება. გაკვეთილზე
დამსწრე კოლეგებს ძალიან მოეწონათ მოსწავლეების მსჯელობა და სასწავლო რესურსი, რომელითაც მოსწავლეებს დავანახე როგორ შეიძლებოდა
თემაში არსებული პრობლემის მოგვარება. რამოდენიმე
მათგანს გაუჩნდათ გაკვეთილის ჩატარების
იდეა.
ვფიქრობ, გაკვეთილმა
მიზანს მიაღწია.
ამ გაკვეთილის ჩატარებამ შემძინა გარკვეული გამოცდილება.
დავრწმუნდი, რომ შემიძლია მოსწავლეებს შევთავაზო საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით
გამდიდრებული გაკვეთილი. დაგეგმილმა აქტივობებმა გაზარდა მათი მოტივაცია და ჩართულობა. ვეცადე, ყველა მოსწავლეს ეგრძნო ჩემი ყურადღება.
გამიჩნდა სურვილი დავგეგმო ახალი, ამჯერად ინტეგრირებული გაკვეთილი. ჩემს კოლეგებს
ასევე შეუძლიათ გამოიყენონ გაკვეთილის გეგმა და გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები
თვითონ კი დაზოგონ დრო.
მე როგორც პედაგოგი
მივხვდი, რომ მსგავს გაკვეთილებს ხშირად ჩავატარებ,
რადგან მოსწავლეებს ასეთი აქტივობებით დატვირთული
გაკვეთილი უვითარებთ კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის, მოსმენის, გადაწყვეტილებების
და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევებს.
გაკვეთილში წარმოდგენილი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად.
ჩემი აზრით, გაკვეთილი წარმატებული იყო ყველა
კომპონენტში, თუმცა ყველაზე საინტერესო იყო
წინარე ცოდნის გახსენებისას, აქტივობების და სასწავლო რესურის კომპონენტში. რესურსი
მისადაგებული იყო საგაკვეთილო მასალას. მოსწავლეები
გამოთქვამდნენ ვარაუდებს პრობლემის ირგვლივ და მსჯელობდნენ მისი გადაჭრის გზებზე. მოსწავლეებისათვის
გაკვეთილი სახალისოდ წარიმართა. დაგეგმილი ყველა აქტივობა განვახორციელე, არ დამჭირდა
გეგმის მოდიფიცირება.
მაგრამ მიუხედავად
ჩემი ბევრი მცდელობისას გაკვეთილს მაინც ჰქონდა ხარვეზი, კლასში მყავს ჰიპერაქტიური
მოსწავლე, რომელსაც ყველა კითხვაზე და ყველა აქტივობაზე ჰქონდა სურვილი თვითონ გაეცა
პასუხი, როდესაც ახალ გაკვეთილს დავგეგმავ
აუცილებლად გავითვალისწინებ მის შესაძლელბლობებს და მისთვის გავაკეთებ გეგმის მოდიფიცირებას.
გაკვეთილი თავიდანვე
დავგეგმე 35წუთიანი, რადგან გავითვალისწინე მათი ასაკი, მალე იღლებიან, დროში გაწერილი
აქტივობები მათთვის მოსაბეზრებელი ხდება და გაკვეთილი აღარ არის სახალისო. მომავალში
მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას გავითვალისწინებ აქტივობას, რომელიც ჩატარდება
ჯგუფებში და მეტად სახალისო იქნება.
ობის
და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.
Comments
Post a Comment