გაკვეთილის გეგმა--შემოდგომა ბაბუა კოტესი, კლასი : მეოთხე


                                    გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი : ელენე წაქაძე
საგანი : ქართული ენა
თემა :  შემოდგომა ბაბუა კოტესი

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ შემოდგომის დახასიათება, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების დანახვა, როგორია შემოდგომა ქალაქში და როგორია შემოდგომა სოფელში, გააკეთონ განსხვავება შემოდგომის სოფელსა და ქალაქში, განსაკუთრებით როგორია შემოდგომა უფროსი თაობისათვის ,რომელმაც მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა, მაგრამ ცხოვრებისეული პრობლემების გამო მას მოუწია სოფლის საკუთარი ფუძის დატოვება და ქალაქში გადასვლა, აგრეთვე შეძლონ თემაში არსებულ ენობრივ მასალაზე დაკვირვება.

სტანდარტი: ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· შინაარსის გადმოცემისას ერთმანეთს ანაცვლებს თხრობასა და აღწერას;
ქართ. IV. 11.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტების შეთხზვა. ქართ. IV. 12. მოსწავლეს შეუძლია შესწავლილი ტექსტის შინაარსის დაწერ


სწავლების საფეხური :   დაწყებითი
კლასი :  მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა:13
სსსმ მოსწავლე -- არ მყავს.

N
აქტივობის აღწერა
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
დრო
1
·       ვესალმები კლასს.
·        ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს .
·       ვაცნობ შეფასების რუბრიკებს.
·        ვაცნობ გაკვეთილის მიზანს.

ვერბალური ახსნა.
       მთელ კლასთან
·       მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი.
·       მოსწავლეებს ეცოდინებათ შეფასების კრიტერიუმები.
3 წ თ.
2
·       გავააქტიურებ წინარე ცოდნას შემოდგომის შესახებ

·       მოსწავლეებს გამოვკითხავ წელიწადის დროებს.

·       განსხვავებას გავაკეთებებინებ შემოდგომის ქალაქსა და შემოდგომის სოფელს შორის, ვესაუბრები მის დადებით და უარყოფით თვისებებზე.


·       განმავითარებელი შეფასება
კითხვა-პასუხი.









ინდივიდუალური
მთელ კლასთა
·       მოსწავლეები გაიხსენებენ ნასწავლ მასალას.

     

10 წ თ.
3
·       კომპიუტერისა  საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ
შემოდგომის სურათებს.

·       მოსწავლეებს წაუკითხავ მინი ლექციას თემის შესახებ.
ბაბუა კოტე იძულებული გახდა გაეყიდა სოფელში მამისეული სახლი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, მაგრამ როდესაც უკვე მოხუცდნენ  და ვეღარ შეძლეს სოფლის ოჯახის მოვლა ამიტომ გაყიდეს სოფლის ოჯახი  და ქალაქში შვილებთან გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ბაბუა კოტეს და ბებია თეკლას ძალიან უჭირთ ცხოვრება, მათ ენატრებათ თავიანთი სოფელი, თავიანთი სამეზობლო და სანათესავო ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა, ენატრება თავისი ეზო, თავისი ხელით დარგული ხეხილი, მიწაზე მუშაობა და ამ მონატრების სურვილის მოსაკლავად ეზოში წავიდა მიწის მოსაჩიჩქნად.
კითხვა-პასუხი





მინი ლექცია







მთელ კლასთან





მთელ კლასთან
·       კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.




·       ინფორმაციული მარაგის გამდიდრება.

5წთ

4
·       ნაწარმოების გააზრება საუბარი ნაწარმოების შინაარსზე და მასში მიმდინარე ფაქტებზე.დაუსვამ კითხვებს ნაწარმოებიდან.
·       ვინ იყო ნაწარმოების მთავარი გმირი?(ბაბუა კოტე)
·       ვინ დაუძახა ეზოდან ბაბუა კოტეს და რა მოსთხოვა?
·       რატომ მოუწიათ ბაბუა კოტეს სოფლის დატოვება?
·       როგორი პერსონაჟია ბებია თეკლა?
·       რას განიცდის ბაბუა კოტე?
·       რატომ გაყიდეს სოფელში სახლი?
·       ვინ ჩამოვიდა სოფლიდა სოფლიდან?
·       რისი ნაკლებობა აქვს ბაბუა კოტეს?
·       რითი მოიკლა ბაბუა კოტემ სოფლის სიყვარული?

კითხვა-პასუხი
ინდივიდუალურად
·       სააზროვნო უნარების განვითარება.
7წ თ.
5
·       გააგრძელონ მოთხრობა და დაასაურათონ თავიანთი ნააზრევი
ჯგუფური მუშაობა
ინდივიდუალურად
·       სააზროვნო უნარების განვითარება.
15 წ თ.
6
·       საშინაო დავალება.
გაკვეთილის  თვითშეფასება
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
მოსწავლეთა სწავლის დონის ამაღლება და მოტივაციის გაზრდა.
5წთ







შედეგი: 
მოსწავლეებმა შეძლეს შემოდგომის დახასიათება, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებების დანახვა, როგორია შემოდგომა ქალაქში და როგორია შემოდგომა სოფელში, აკეთებენ განსხვავებას შემოდგომის სოფელსა და ქალაქში, განსაკუთრებით როგორია შემოდგომა უფროსი თაობისათვის რომელმაც მთელი ცხოვრება სოფელში გაატარა, მაგრამ ცხოვრებისეული პრობლემების გამო მას მოუწია სოფლის საკუთარი ფუძის დატოვება და ქალაქში გადასვლა, აგრეთვე შეძლეს  თემაში არსებულ ენობრივ მასალაზე დაკვირვება.


სასწავლო რესურსი:
 სახელმძღვანელო, დაფა ,ცარცი, შეფასების რუბრიკები ,ფერადი ფურცლები, მარკერები, ფლირჩატები, კომპიუტერი,  შეფასების  ბარათები, ტესტები.































Comments

Popular posts from this blog

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა.(რეფლექსია)

მეოთხე კლასის სადამრიგებლო პროგრამა

მათემატიკის გაკვეთილის გეგმა. (პირველი კლასი)