რესურსის ,,ზოოპარკში" რეფლექსია


                                                                  რეფლექსია
     რესურსი სათაურით: ,,ზოოპარკში“ წარმოადგენს თვალსაჩინო მასალას. მისი შექმნა განაპირობა მოსწავლეებისათვის  გამეცნო და დამენახვებინა ზოოპარკში მობინადრე ცხოველები, მე ყოველთვის მიზნად ვისახავ მოსწავლეებს  ინტერესის აღძრას   საგაკვეთილო მასალის მიმართ და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ დამატებითი მასალის შეტანას გაკვეთილზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია საგაკვეთილო მასალასთან.
    რესურსი  შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.
ქართ.დაწყ.(I).3
პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

   რესურსი განკუთვნილია 1-ლი კლასის მოსწავლეებისათვის ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე , მანანა აბრამიშვილის  ,,ზოოპარკში“ შესწავლისას, ნაწარმოები არის შემდეგი ხასიათის - მამამ თავის პატარა ნიკა ზოოპარკში წაიყვანა, ნიკამ ზოოპარკში სხვადასხვა ცხოველები (ზებრა, სპილო, დათვი, მაიმუნი, ლომი, არწივი) ნახა, ზოოპარკში მობინადრე ცხოველებმა ნიკას დაინტერესება და შიში გამოიწვია. გაკვეთილი მეტად  საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, ზოგიერთი მოსწავლეს არ ჰქონდა ნანახი და არ იცოდნენ რა ხდებოდა იქ, მოსწავლეთა ინტერესი რომ დამეკმაყოფილებინა გადავწყვიტე  დამემზადებინა რესურსი ,,ზოოპარკში“ სადაც ზოოპარკში მობინადრე ცხოველები ფოტოებით დავამზადე და შევეცადე დამენახვებინა მოსწავლეებისთვის ის სიტუაცია რაც ზოოპარკში ხდება. სასურველია  ყველა მოსწავლემ თავიდანვე უნდა  ცნოუკეთ ბდეს ზოოპარკში მობინადრე ცხოველებს და გაუჩნდეს გარე სამყაროს მიმართ სიყვარული.
    წარმოდგენილი რესურსი მრავალჯერადია, წარმატებით შეუძლია გამოიყენოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, როდესაც თემად ექნება არსებითი სახელი  სულიერი არსებები, რომელი კითხვა დაემის (რა?)მოსწავლეების თვალნათვლივ დაინახავენ, რომ შინაური ცხოველები სულიერი არსებები არიან, რომელსაც დაესმის-- რა?
    ბუნების მასწავლებელმა -- ძუძუმწოვრების და მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლისას.
    უცხო ენის მასწავლებელმა -- გარეული ცხოველების შესწავლისას.
    სასწავლო პროცესში აღნიშნული რესურსის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას, შინაგანი მოტივაციის გაზრდას, გაგება-გააზრების უნარს, შემოქმედებით უნარს.
      რესურსის გამოყენებას არანაირი  პრობლემა არ მოჰყოლია.
      რესურსი გაკეთებულია  Pover Point-ის პროგრამაში, რომელიც გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერის დახმარებით, იმისათვის რომ სხვა მასწავლებლებისათვის რესურსი ყოფილიყო ხელმისაწვდომი, იგი განვათავსე ჩემს ბლოგზე მითითებულ მისამართზე  https://waqadzeelene.blogspot.com/2019/06/blog-post_70.html

Comments

Popular posts from this blog

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა.(რეფლექსია)

მეოთხე კლასის სადამრიგებლო პროგრამა

მათემატიკის გაკვეთილის გეგმა. (პირველი კლასი)