რესურს ბინადარი ფრინველების რეფლექსია.
რეფლექსია
რესურსი სათაურით: „ფრინველები“ წარმოადგენს თვალსაჩინო მასალას. მისი შექმნა განაპირობა მოსწავლეებისათვის თვალნათლივ დამენახვებინა სხვადასხვა ტიპის ფრინველები(ჩიტები), აგრეთვე მათთვის დამენახვებინა განსხვავება ბინადარ, გადამფრენ და მგალობელ ფრინველებს შორის, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე. ჩემი მიზანი ყოველთვის არის მოსწავლეს აღვუძრა და განუვითარო შინაგანი მოტივაცია, რაც ახალი მასალის ინტერესს იწვევს.
რესურსი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს.
დავაკონკრეტოთ: ბუნ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველები) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით; ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება.
რესურსი განკუთვნილია 1-ლი კლასის მოსწავლეებისათვის ბუნების გაკვეთილზე ,,ფრინველთა ხმების“ შესწავლისას, სასწავლო მასალა ეხება ჩიტები როგორ გამოსცემენ ხმებს, მასალის ღრმად შესწავლისათვის მიზანშეწონილად ჩავთვალე დამემზადებინა რესურსი ,,ფრინველები“. რომელიც დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა ჩიტების შესახებ, რომ არსებობენ სხვადასხვა ტიპის ფრინველები, რომლებსაც სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. დამატებითი რესურსის შეტანა ყოველთვის მეტ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში და ყურადღებით ეკიდებიან საგაკვეთილო პროცესს. მოგეხსენებათ დაწყებით კლასში და მითუმეტეს 1-ლ კლასის მოსწავლეებში წამყვანი ქცევა ჯერ კიდევ თამაშია, ამიტომ მათ მოსწონთ თვალსაჩინო მასალა. თუმცა მისი გამოყენება სხვა კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. რესურსი თვალსაჩინოდ არის დალაგებული სამ ჯგუფად 1. ბინადარი 2. გადამფრენი 3. მგალობელი ფრინველები, რომლის საშუალებით მოსწავლე თვალნათლივ ხედავს სხვადასხვა ტიპის ფრინველებს.
ვფიქრობ, ყველა მოსწავლემ თავიდანვე უნდა იცოდეს ჩიტების განსხვავება შეიარაღებული უნდა იყოს ამ ცოდნით. ყველას უნდა ესმოდეს, თითოეული ჩიტის მნიშვნელობა რომელი ჩიტი მიფრინას თბილ ქვეყნებში(გადამფრენი), რომელი რჩება ჩვენთან ზამთარში(ბინადარი) და რომელი არის მგალობელი ფრინველი. შეძლოს მათი დახასიათება, მოსწავლე თვალნათლივ ხედავს ნასწავლი მასალის მიზანშეწონილობას. ცოდნასთან ერთად უჩნდება სურვილი მეტის გაგების.
წარმოდგენილი რესურსი მრავალჯერადია, გამოიყენებედია სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათის, დრო ვერ გააუფერულებს. წარმატებით შეუძლია გამოიყენოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, არსებითი სახელის შესწავლისას, მოსწავლეები თვალნათვლივ დაინახავენ, რომ ჩიტი არის სულიერი არსება, რომელსაც დაესმის კითხვა -- რა?
გეოგრაფიის მასწავლებელმა ფლორა და ფაუნის სწავლების დროს.
ხელოვნების მასწავლებელმა შეიძლება მისცეს დავალებად ჩიტი დასახატი და ნიმუშად გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული რესურსი.
ინგილისურის მასწავლებელმა -ფრინველების შესწავლის დროს.
არ საჭიროებს მოდიფიცირებას, სხვა საგნებისათვის.
საგაკვეთილო პროცესში აღნიშნული რესურსის გამოყენებამ ხელი შემიწყო მოსწავლეთა დაინტერესება და შინაგანი მოტივაციის გაზრდაში, რამაც გამოიწვია მოსწავლეთა ჩართულობა, სასწავლო მასალის ღრმად წვდომა და ხანგრძლივი დროით დამახსოვრება ემოციის დონეზე, ამ ყველაფერმა მოსწავლეს განუვითარა შემოქმედებითი უნარი.
რესურსის გამოყენებას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია.
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში კიდევ მეტად გაამძაფრა მოსწავლეების ინტერესი ახალი მასალისადმი, მეტი ყურადღებით მოეკიდნენ საგაკვეთილო მასალას.
ვფიქრობ, ამ რესურსის გამოყენება შეუძლია სხვა პედაგოგებსაც, დაწვრილებით შევეცადე გადმომეცა თქვენთვის მისი გამოყენების საჭიროება.
რესურსი განთავსებულის ჩემს კლასში თვალსაჩინო ადგილას, ხელმისწავდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
Comments
Post a Comment