მე-4 კლასის საწრეო მუშაობის პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

საწრეო მუშაობის პროგრამა
საწრეო მუშაობის პროფილი ქართული ლიტერატურა
საფეხური დაწყებითი
კლასი მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა 13
წრის დასახელება ,,ცხოვრება ნაკლები შეცდომებით''
წრის დახასიათება მეორე სვირის #2 საჯარო სკოლაში 2018 წლის  მეორე სემესტრში დაიწყება   საწრეო მუშაობა ქართულ ლიტერატურაში,რომელიც  ჩატარდება დაწყებით კლასში. . წრეს უხელმძღვანელებს დაწყებითი კლასის მასწავლებელი --ელენე წაქაძე.  საწრეო მუშაობა ჩატარდება სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ.   მონაწილეეობას მიიღებენ დაწყებითი კლასის მე-4 კლასის მოსწავლეები. ამ საკითხზე განაცხადი გაკეთებულია  სკოლის ვებ-გვერდზე .   საწრეო მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მოსწავლეთა მშობლებს.მშობლებმა კმაყოფილება გამოთქვეს  ამ გაწაყვეტილებასთან დაკავშირებით.   მათი შვილები სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ქართული ლიტერატრის საწრეო მუშაობაში.
საწრეო მუშაობის მიზანი საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ, გაიაზრონ იგავ-არაკების მნიშვნელობა,  იგავ -არაკები არის დამრიგებლობითი ხასიათის ნაწარმოებები, თუ მოსწავლეები კარგად გაიზარებენ მასში მოთხრობილ ამბებს,  ცხოვრება ნაკლები შეცდომებით ჩაივლის.
თემების ჩამონათვალი. საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა მიზანი რესურსი შეხვედრების განრიგი
მთიელი და კაკლის ხე 1 სთ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, რომ უმიზნო სურვილები არაფრის მომცემია.არ უნდა შეეჩვიონ ფუჭი აზრებით ცხოვრებას, რომელიც აუცილებლად მარცხით დამთავრდება. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 8.02.2018წ
უგუნური მოცურავე, 1 სთ ამ იგავ-არაკის სწავლების მიზანია, მოსწავლე მიხვდეს, რომ შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევს, რომ ,,სარწმუნოება თვიონიერ საქმისა მკვდარია". ღმერთი ჩვენგან საქმეებს მოითხოვს. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 15.02.2018წ
მწყერი და ღამურა 1 სთ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმის გათვიცნობიერება, რომ სანამ რაიმეს ჩაიდენენ, წინასწარ კარგად დაფიქრდნენ, თორემ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ ვეღარ გამოსწორდეს, მერე დაფიქრებას აზრი აღარ აქვს. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 22.02.2018წ
მეფე და მჭედელი 1 სთ მოსწავლემ უნდა შეძლოს იმის გაგება, რომ ყველაფერი  რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის, და პირიქით, ამიტომ ყველაფერს გულდასმით მოსმენა და შემოწმება სჭირდება. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 1.03.2018წ
თხა და მელა 1 სთ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმის გათვიცნობიერება, რომ სიხარბემ არ უნდა დაგაბრმავოს, თორემ ყველაფერი შეიძლება დაკარგო. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 1.03.2018წ
აქლემი და ვირი 1 სთ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ  იმის გათვიცნობიერება, რომ სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ  კარგად დაფიქრდნენ,  ასჯერ გაზომონ, ერთხელ გაჭერან. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 15.03.2018წ
ორი ძმა 1 სთ ამ იგავ-არაკის სწავლების მიზანია მოსწავლეებმა ისწავლონ სიყვარული.აღუძრას მათ დახმარების სურვილი, დახმარება არამარტო მატერიალურად არამედ სიტყვითაც. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 22.03.2018წ
უტკბესი და უწარესი, ენით დაკოდილი 1 სთ მოსწავლეები უნდა ჩაუფიქრდნენ სიტყვის მნიშვნელობას. გაისიგრძეგანონ რა შეუძლია სიტყვას.არ არსებებობს უფრო დიდი ძალა სამყაროში, ვიდრე სიტყვაა. უნდა ისწავლონ სიტყვის მოთვინიერება. შესაძლებელია საყვედურიც კი ითქვას სიტყვებით , მეორე ადამიანს გული არ ვატკინოთ. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 29.03.2018წ
მეფე და მხატვარი 1 სთ მოსწავლეები უნდა დავარწმუნოთ, რომ არ არსებობს სიტუაცია, გამოსავალი რომ არ ჰქონდეს, ადამიანმა  უნდა მიაგნოს გამოსწორების გზას, ამისთვის კი მას ცოდნა სჭირდება. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 12.04.2018წ
იხვი და მყვარი 5.04.2018წ მოსწავლეებს დავანახებ ორ პოზიციას. ერთი--ისეთი ტიპიოს ადამიანები, რომლებიც სამკვიდროს არ ტოვებენ და აქ სიკვდილი ურჩევნიათ, სხვაგან სიმდიდრეში ცხოვრებას; მეორე -- ვინც სამკვიდროში გაჭირვებულ ცხოვრებას ტოვებს და მიდის სხვაგან, სადაც უკეთესი ცხოვრებაა. ჩემი მიზანია არჩევანი თვითონ გააკეთონ. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 19.04.2018წ
კატის გაზრდილი ლომი 1 სთ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სიფრთხილე. ძალიან კარგია ნდობა, მაგრამ ,, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო" ამბობს ქართული ანდაზა. თავის გადასარჩენად შეიძლება რაიმეს მოფიქრება, თუ ცოდნა გვექნება. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 26.04.2018წ
დათვი და მონადირენი 1 სთ მოსწავლეები უნდა შეეჩვიონ, რომ თავიდანვე ისეთი მეგობარი შეიძინონ, რომელიც ცხოვრებაში არანაირ გაჭირვებაში არ მიატოვებენ და მათ გაჭირვებას ყოველთვის გულთან მიიტანენ.   იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 3.05.2018წ
კოღო და ლომი 1 სთ ამ იგავ-არაკის მიზანია ადამიანმა ზუსტად განსაზღვროს სხვების შესაძლებლობები.  საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 10.05.2018წ
მეფე და მებაღე 1 სთ მოსწავლემ უნდა შეძლოს იმის გათვიცნობიერება, რომ რაც თვითონ არ სურს, მას სხვას ნუ უსურვებს, უსამართლობა არასდროს არავის არ შერჩენია და არც შერჩება. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 17.05.2018წ
ჩხუბი ადამიანის სხეული ნაწილების 1 სთ მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმის გაგება, რომ უმიზნოდ ამ ქვეყანაზე არაფერი არ გაჩენილა და არც ხდება, ყველაფერს თავის როლი აკისრია, რაც უფალმა გააჩინა, ყველაფერი ისე უნდა მივიღოთ როგორც არის. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 24.05.2018წ
ფარშავანგი 1 სთ მოსწავლეებმა უნდა გაათვიცნობიერონ, რომ ადამიანი ისეთი მიიღონ, როგორიც არის, ეს გაუადვილებს მათ ცხოვრებას. იგავ-არაკების კრებული, მოსწავლეთა რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი, თაბახის რურცლები, ფერადი ფანქრები. 30.05.2018წ

Comments

Popular posts from this blog

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა.(რეფლექსია)

მეოთხე კლასის სადამრიგებლო პროგრამა

მათემატიკის გაკვეთილის გეგმა. (პირველი კლასი)