1-ლი კლასის გაკვეთილის გეგმა ,,ზოოპარკში"
გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პ/ნ ---- ელენე წაქაძე, პ/ნ 18001005908
საგანი
-- ქართული ენა და ლიტერატურა.
სწავლების
საფეხური/კლასი -- დაწყებითი/ 1-ლი კლასი.
გაკვეთილის
თემა -- ზოოპარკში.
გაკვეთილის
მიზანი
-- მოსწავლეები გაეცნონ ზოოპარკის
ბინადრებს, მათ საცხოვრებელ გარემოს, იგრძნონ ბუნებისადმი სიყვარული,
ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების გრძნობის გაღვივება, აზროვნების
განვითარება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო(წთ)
|
გამოწვევის ფაზა
|
7
|
||||
1
|
მისალმება, კლასის ორგანიზება, გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები
|
2წთ
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
1)ყოფილხართ
თუ არა ზოოპარკში?
2)სად ცხოვრობენ გარეული ცხოველები?
3)რომელ გარეულ ცხოველს იცნობთ?
4)როგორი არსებები არიან გარეული ცხოველები?
5)რით იკვებებიან გარეული ცხოველები?
6) რომელი ცხოველი მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
ფლიფჩარტი, მარკერი
|
3წთ
|
3
|
კომპიუტერის დახმარებით მოსწავლეებს ვაჩვენებ
გარეული ცხოველების ფოტოებს, მათ საცხოვრებელ გარემოს.
|
ვიზუალური ახსნა
|
საერთო საკლასო.
|
კომპიუტერი, პროექტორი.
|
2წთ
|
შინაარსის რეალიზება
|
20
|
||||
4
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ტექსტის ირგვლივ უსვამს
კითხვებს:
როდის წაიყვანეს ნიკა ზოოპარკში?
რას აკეთებდნენ ზებრები?
სად იჯდა დათვი?
რას სთოვდნენ მაიმუნები გამვლელ-გამომვლელებს?
რა გააკეთა ლომმა როდესაც ნიკა მის გალიას
მიუახლოვდა?
რომელი ცხოველები ნახა ბიჭმა?
რომელი ფრინველი იჯდა გალიაში?
როგორ
არის აღწერილი არწივი?
რომელი ფრინველი მოეწონა ნიკას ყველაზე მეტად?
რატომ ისხამდა სპილო ზურგზე წყალს?
რატომ მოეწონა ნიკას არწივი?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო.
|
მოსწავლის წიგნი.
|
7წთ
|
5
|
მასწავლებელი პრეზენტაციის
სახით აცნობს მოსწავლეებს ზოოპარკის ბინადრებს.
|
პრეზენტაცია
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი და პროექტორი.
|
3წთ
|
6
|
მასწავლებელი ასმენინებს და აჩვენებს
როგორ ამყარებენ ცხოველები ერთმანეთთან
კომუნიკაციას.
|
დემონსტრირების მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
ვიდეო-აუდიო მასალა;
კომპიუტერი,
პროექტორი
|
2წთ
|
7
|
მოსწავლეებმა დაუკავშირონ ბუნების გაკვეთილზე
ნასწავლი თემები გაკვეთილის თემასთან.
რა არის გარეული ცხოველების საცხოვრებელი გარემო?
რით იკვებებიან გარეული ცხოველები?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
მოსასმენი მასალა, კომპიუტერი
|
10წთ
|
რეფლექსია
|
8
|
||||
8
|
რეფლექსიის ფაზაზე მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფურცლებს სადაც
დახატული იქნება ზოოპარკის ბინადარნი, მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ისინი და
მიუწერონ სახელები.
|
პრაქტიკული სამუშაო
|
ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცლები, ფანქარი,
საწერკალამი.
|
4წთ
|
9
|
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს გაკვეთილს. სვამს კითხვებს:
ვინ წაიყვანა პატარა ნიკა ზოოპარკში?
1) რა ხდებდა ზოოპარკში?
2) რა არის ლაიტმოტივი?
3) ჩამოვთვალოთ ზღაპრის პერსონაჟები.
4) ზღაპრის დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები გამის რომელი საფეხურებით არიან დახასიათებული
|
შეჯამება
|
საერთო საკლასო
|
ფლიფჩარტი
|
2წთ
|
10
|
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების საშუალებით
|
განმავითარებელი
შეფასება
|
მთელი კლასი,
ინდივიდუალური
|
შეფასების რუბრიკები
|
2წთ
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები გაეცვნენ ზოოპარკის ბინადრებს, მათ საცხოვრებელ გარემოს,
შეიგრძვნეს ბუნებისადმი სიყვარული,
გაუღვივდათ ცხოველებისადმი ჰუმანური
დამოკიდებულების გრძნობის , მათი აზროვნების განვითარება შეეწყო ხელი.
შეფასება:
განმავითარებელი. იხ. დანართი - შეფასების
რუბრიკები
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და ან რუბრიკები)
რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო - აუდიო მასალა, ფლიფჩარტი. მარკერები, საწერ-კალამი, ფანქარი.
რეფლექსია
1-ლ კლასში ჩატარებული გაკვეთილის თემა
იყო მანანა აბრამიშვილი ,,ზოოპარკში“, გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობდა ე.ს.გ
მისაღწევი შედეგებიდან: მოსწავლეები
გაეცნონ ზოოპარკის ბინადრებს, მათ საცხოვრებელ გარემოს, იგრძნონ ბუნებისადმი
სიყვარული, ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების გრძნობის გაღვივება,
აზროვნების განვითარება.
გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული
აქტივობების მიხედვით.
გაკვეთილის პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. გაკვეთილის მიმდინარეობისას იგრძნობოდა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე
აგებული ურთიერთობები. ეფექტურად იქნა გამოყენებული საგაკვეთილო რესურსებიც: ვიდეო- აუდიო მასალა, პროექტორი, კომპიუტერი, ფლიფჩარტები, რამაც უზრუნველყო მოსწავლეების დაინტერესება, ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და შედეგების მიღწევა.
მოსწავლეები იცავდნენ კლასში ქცევის, გაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებელი ყველა მოსწავლეს შესაბამისად აძლევდა უკუკავშირს , შექება - წახალისებას.
გაკვეთილი იყო საინტერესო და სახალისო. გამოყენებული აქტივობებით და მეთოდებით გაკვეთილის შედეგი მიღწეული იქნა.
ხელმოწერა: ელენე წაქაძე.
თარიღი: 27.05.2019 წელი.
Comments
Post a Comment